საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24 საათიან სამუშაო რეჟიმს უბრუნდება

საქართველო, თბილისი - 18:36 | 18.10.2016
ნანახია: 1336

19 ოქტომბერს, დილის 05.30 საათიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“  საქართველოს სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, მუშაობას 24/7 რეჟიმში განაგრძობს.

მდინარე დევდორაკის ხეობაში განვითარებული, სტიქიური მოვლენების გამო, სგპ ყაზბეგი დღემდე შეზღუდული გრაფიკით ახორციელებდა საბაჟო პროცედურებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, სტიქიური მოვლენების განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის  საავტომობილი გზის 134-ე და 135-ე კილომეტრებზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის 24 საათიან რეჟიმში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე