თბილისში დათვის ბელს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 09:43 | 18.10.2016
ნანახია: 1722

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, თემურ ფხალაძის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე იყალთოს ქუჩიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ დათვის ბელი შენიშნა.

„შემთხვევის ადგილზე გავიდა რამდენიმე მობილური ჯგუფი. ინფორმაცია გადავამოწმეთ ზოოპარკთანაც. ზოოპარკიდან გამოქცეული არ არის მტაცებელი ცხოველი“, - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ.

ძებნა გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა დათვის ბელი ვერ იპოვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე