"მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 14.10.2016
ნანახია: 1422

"მოგვეცით მუშაობის საშუალება"- ამ სლოგანით ქუთაისში, 30-მდე ჟურნალისტმა მდუმარე აქცია გამართა. 

მედიის სფეროს წარმომადგენლები 8 ოქტომბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და აღნიშნავენ, რომ მათ არჩევნების ღამეს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მიეცათ.

ჟურნალისტები შესაბამის ორგანოებს, საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქუთაისში საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, უცნობი პირები დაუპირისპირდნენ რა დროსაც დაზიანდა ტელეკომპანია GDS და ,,იბერიას,, აპარატურა.



პოლიტიკა