მარნეულში დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 12:25 | 14.10.2016
ნანახია: 1920

მარნეულში დაკავებული 6 ახალგაზრდის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ოჯახის წევრების თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავებმა არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, რაც სპეცოპერაციის ჩატარებაში გამოიხატა.

საპროტესტო აქცია რამდენიმე საათში დაიწყება. 

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე