ვინ გახდება ,,პერსონა 2016" - 22 ოქტომბერს, 35 წარმატებული მამაკაცის ვინაობა გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 18:18 | 13.10.2016
ნანახია: 2181

22 ოქტომბერს, ლაუნჯი ტერასა ,,FLOOR" - ი ,,პერსონა 2016“-ის ნომინანტებს უმასპინძლებს. პროექტის ორგანიზატორები ივენთ კომპანია CT –NEWS , ქართული განათლება და ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია, სპეციალურად ამ დღეს, მედიას და საზოგადოებას ნომინანტ მამაკაცებს წარუდგენს.

,,საქმიანი და წარმატებული მამაკაცების დაჯილდოების ცერემონიაზე 35 მამაკაცი გამოვლინდება, რომლებიც "პერსონა 2016"- ის ტიტულს მიიღებენ. 

შეგახსენებთ , რომ "პერსონა 2016" საქართველოში წელს პირველად გაიმართება და იგი ყოველწლიური იქნება. დაჯილდოების ცერემონიის ფინალური შოუ კი 30 ოქტომბერს გაიმართება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე