ბათუმში, საარჩევნო უბანზე 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 08.10.2016
ნანახია: 1371

ბათუმში, მაზნიაშილის ქუჩაზე, ბავშთა ბაღის შენობაში განთავსებულ 69-ე ოლქის 51-ე უბანზე 83 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი სავარაუდოდ გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა,

თვითხილველების ინფორმაციით, ასაკში შესული მამაკაცი უბანზე შესასვლელად კიბეებზე ადიოდა. თუმცა, ის შუა კიბეზე ჩამოჯდა, რადგან ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა. 

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა, მოხუცი უკვე გარდაცვლილი იყო. 

ინციდენტის მიუხედავად, 51-ე უბანზე კენჭისყრის პროცედურა არ შეჩერებულა, რადგან შემთხვევა გარეთ, კიბეებზე მოხდა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე