ეროვნული არქივის რვა ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს
საქართველო, თბილისი - 12:08 | 20.10.2015 ნანახია: 2636
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რვა უძველესი ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს. ქართული ხელნაწერები იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა.
ეს გადაწყვეტილება მიიღო იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტმა, რომლის სხდომა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, აბუ-დაბიში 4-6 ოქტომბერს გაიმართა. რეესტრში შესატანად 61 ქვეყნიდან 88 კოლექცია თუ ცალკეული დოკუმენტი იყო წარდგენილი. აღნიშნული შეხვედრა ორწლიანი განხილვის დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ხვალ, 21 ოქტომბერს ერთი დღით გამოიფინება.
ამიერიდან იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის:
- ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე. ეტრატი. სახარება იმ ძალზე იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით - ასომთავრულით. იგი უმნიშვნელოვანესი საფეხურია ზოგადად ხელნაწერი წიგნის, უძველესი თარგმანების, დეკორირების ელემენტების შესწავლის საქმეში. სახარება ერთ-ერთ უადრეს ქართულ ხელნაწერს წარმოადგენს და მსოფლიოს ყველა კოლექციაში დაცულ ქართულ ხელნაწერთაგან ერთ-ერთი უძვირფასესია.
- ფსალმუნები, X საუკუნე. 2 ფურცელი; ეტრატი; ფრაგმენტი; ასომთავრული. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით, დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ფსალმუნებით დასტურდება, რომ უკვე მეათე საუკუნეში საქართველოში არსებობდა ფსალმუნთა არაერთი თარგმანი და ნუსხა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწიგნობრობის მაღალ კულტურასა და უცხოეთის უმძლავრეს კულტურულ კერებთან აქტიურ ურთიერთობაზე მიუთითებს.
- ლექციონარი, X საუკუნე. 1 ფურცელი; ეტრატი; ფრაგმენტი; ასომთავრული; ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკულ მიმართულებაში ადრევე მოისპო. ამდენად, ქართული და რიგ აღმოსავლურ ენებზე შემორჩენილი ლექციონარები საუკეთესო საშუალებაა, ერთი მხრივ, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას ადრეული ლიტურგიკული მსახურებების შესახებ, მეორე მხრივ, აღდგეს ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების კიდევ უფრო ძველი თარგმანები, ვიდრე ეს ჩვენთვის აქამდე ცნობილია ცალკეული ხელნაწერებისა თუ მათი ფრაგმენტების მეშვეობით.
- ნევმირებული ძლისპირი, X-XI საუკუნეები. 2 ფურცელი; ეტრატი; ფრაგმენტი; ნუსხური; ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთან ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ცნობილია, რომ ამ ნოტების ამოცნობა, ზეპირი ტრადიციის საფუძველზე, მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით ხერხდებოდა. დღეისათვის, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია დაკარგულია.
პალიმფსესტები:
- ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1440/1462 წელი. წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი. ახლავს ხელრთვები. თავნაკლული; ეტრატი; მხედრული.
- ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1441 წელი, შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი. ახლავს ხელრთვები; ეტრატი; მხედრული; გრაგნილი.
- ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე; სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1447 წლის 25 დეკემბერი. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი, გაცემული მეფე გიორგი VIII-ის მიერ. ახლავს ხელრთვები; ეტრატი; მხედრული; გრაგნილი.
- ქართული პალიმფსესტი. 41 ფურცელი. ეტრატი; ქვედა ფენა: ნუსხური; თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი - IX საუკუნე. ზედა ფენა: კუთხოვანი ნუსხური; ХIII-XIV საუკუნის მარხვანი.
იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას. მასში საქართველოს მხრიდან, ეროვნული არქივის უძველეს ხელნაწერთა კოლექციასთან ერთად, შეტანილია: ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" და „გეოგრაფიული ატლასი" (2013 წელი); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების კოლექცია (2013 წელი) და ბიზანტიური პერიოდის ქართული ხელნაწერები (2011 წელი).
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება