განმუხურში მასშტაბური პროექტები განხორციელდება
საქართველო, თბილისი - 17:52 | 26.09.2016 ნანახია: 1622
განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი გაშენდება, თანაინვესტირების ფონდი კი უმაღლესი დონის, 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს- უპრეცედენტო მასშტაბის პროექტების პრეზენტაცია დღეს განმუხურში გაიმართა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა პროექტების მნიშვნელობა შეაფასა, რომლებიც ფონდ ,,ქართუ”-სა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს და მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.
"ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით აქ, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმროს. აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პროექტები ანაკლია-განმუხურ ტურისტულ ზონაში მიზიდულოის ახალ ცენტრს გააჩენს და დამატბით სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს მეტი ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს ორივე პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს, რაც მეტ შემოსავალს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. რასაკვირველია, როგორც სასტუმროს, ისე ბოტანიკური ბაღის მშენებლობის პროცესში დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა,”-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფონდი “ქართუს” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას- დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ე.წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება არის უნიკალური წინადადება, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას.
"ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ეს ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია. ჩვენი სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დღეს ყველამ უნიკალური წინადადებამოვისმინეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. ეს წინადადება და შეთავაზება უკვე არის ქართულ-აფხაზური ძმობის აღდგენისკენ გადადგმული საქმიანი და კონკრეტული ნაბიჯი. ბატონმა ბიძინამ გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს არის მართლაც უნიკალური წინადადება რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას,"-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს ქართველის ხალხის მზაობას- გავუზიაროს წარმატება გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გახადოს აფხაზი ძმები საქართველოს განვითარების მონაწილე და თანაზიარი.
“აქედან, განმუხურიდან კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს გზავნილს ჩვენი აფხაზი ძმებისადმი - ყველა წარმატება და სიკეთე თქვენიცაა და ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო და მოვახერხებთ ნდობის აღდგენას, შერიგებას. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ მხარის აღორძინება არა მარტო ამ რეგიონის განვითარებას, არამედ მთელი საქართველოს წინსვლას შეუწყობს ხელს,”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენებული ბაღის კონცეფცია მიზნად ისახავს კოლხური ჯიშებისა და სახეობების კონსერვაციას და შემდგომ პოპულარიზაციას. ბოტანიკური ბაღის ტერიოტრიაზე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიები, რომლებიც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ჩაატარონ კვლევები და ითანამშრომლონ საერთაშორისო ბოტანიკურ ასოციცაციებთან. ბაღის ტერიოტრიაზე აშენდება ორანჟერიები, სასათბურე-სანერგე მეურნეობები და მოეწყობა ექსპოზიციები, დამახასიათებელი სხვადასხვა მიკროგარემოს კლიმატისთვის. ბოტანიკურ ბაღში იფუნქციონირებს შემეცნებით-საგანმანათლებლო სკოლა ახალგაზრდებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ და შესწავლონ ენდემური და იშვიათი ჯიშის მცენარეები. პროექტით ასევე გათვლისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა, დაახლოებით, 20 მლნ დოლარს შეადგენს.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება განმუხურის სანაპიროზე და მოიცავს 35,000კვ.მეტრს. სასტუმრო იქნება 190 სხვადასხვა ტიპის მაღალი კატეგორიის ოთახისგან დაკომპლექტებული. პროექტით გათვალისწინებული კვების ობიექტები- რესტორნები და კაფეები იქნება გაჯერებული რეგიონისთვის დამახასიათებელი კულინარიული შედევრებით, რაც ხელს შეუწყობს მდიდარი ქართული სამზარეულოს მეტ პოპულარიზაციას. სასტუმროს მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი 2 წელიწადში გადააჭარბებს 2000 ადამიანს, ხოლო სასტუმროს ოპერირების დროს დასაქმდება 350 ადამიანი.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















