პირველი ლედი იაპონური ტრადიციული თეატრის წარმოდგენას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 20:10 | 24.09.2016
ნანახია: 1433

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, იაპონური ტრადიციული თეატრის „ნო“ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც იაპონიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად იმართება.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მაკა ჩიჩუას იაპონიისსაგანგებო და სრულუფლებიანმაელჩმასაქართველოში ტოშიო კაიტანმა მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. იაპონიის ელჩმა სპექტაკლის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ ლედის მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.

იაპონური ტრადიციული თეატრი „ნო“, იგივე ნოკაგუ, იუნესკოს მიერ ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული. „ნო“-ს ხელოვნებას უკვე 650 წლიანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე