ხაშურის ცენტრალური მოედნის რებილიტაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 09:27 | 24.09.2016
ნანახია: 1608

ხაშურში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქის ცენტრალური მოედნის და ადმინისტრაციული შენობის ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოებიმიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, დაგეგმილია ცენტრალური მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. მოედანზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა. აღნიშნული კუნძულები ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს სატრანსპორტო საშუალებების მოცურების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან ასაცილების მიზნით.

პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ადმინისტრაციული შენობის ფასადს. შენობის წინ მოეწყობა პარკირების ადგილი, რაც გაზრდის ტრანსპორტის უსაფრხო გადაადგილებას და თავიდან იქნება არიდებული შეფერხებული მოძრაობა. გაკეთდება გზის მონიშვნები, მოედნის შუაგულში დამონტაჟდებასაათი, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება და განათდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 198 498 ლარს შეადგენს. მოსახლეობა კეთილმოწყობილიცენტრალური მოედნით სარგებლობას 2016 წლის ნოემბრის დასაწყისიდან შეძლებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე