მარნეული ეკონომიურ გარე განათებაზე გადადის

საქართველო, თბილისი - 17:52 | 21.09.2016
ნანახია: 1627

ქალაქ მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართელობის ინიციატივით, TN-C-S სისტემის მაშტაბური გარე განათების მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის მთავარი ფუნქცია ქალაქისთვის ხარისხიანი და ეკონომიური გარე განათების მიწოდებაა.

აღნიშნული უახლესი ენერგოდამზოგი განათების ტექნოლოგია, მინიმუმ 10 წლიანი გარანტიით ხასიათდება და აქვს 3-ჯერ უფრო ეფექტური განათების ხარისხი.

მაშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის 30 ქუჩის განათება, ამ ეტაპისთვის კი გარე განათების  მოწყობითი სამუშაოები ვაჟა ფშაველას, ივანე ბერიტაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, სმპ-ს ქუჩებზე და ჯანდარის მასივში უკვე დასრულებულია.

შეიძლება ითქვას, რომ 2-3 წელიწადში ე.წ.  „LED" ტიპის სანათები, რომელებიც მარნეულის ქუჩების გასანათებლად მონტაჟდება,  ძველ სანათებთან შედარებით, ელექტრო ენერგიის მეტ ეკონომიას იძლევა. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე