სოფელ სადახლოში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

საქართველო, თბილისი - 18:19 | 20.09.2016
ნანახია: 1644

მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოში 150 ბავშვზე გათვლილი, ახალი თანამედროვე ტიპის საბავშვო ბაღის მშენებლობა  სრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტის ფარგლებში აშენდა ორ სართულიანი შენობა 5 სხვადასხვა ასაკის ბავშვთა ჯგუფებზე გათვლილი, სადაც გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ასასვლელი პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა.

ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები, რაც ბაღის ტერიტორიის ლითონის მესერით შემოღობვას, კერამიკული ფილით მოპირკეთებულ მისასვლელ ბილიკებსა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2015 წლის 4 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რომლის საერთო ღირებულება 648 499  ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე