ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 54 მისამართზე მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:50 | 19.09.2016
ნანახია: 1412

ვაკის რაიონში გრძელდება თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება. საცხოვრებელ კორპუსებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ამჟამად 54 მისამართზე მიმდინარეობს. ყოველ ობიექტზე გამგეობის მიერ თანადაფინანსების წილი თანხის 80-90% შეადგენს. საერთო ჯამში სამუშაოების შესასრულებლად ვაკის რაიონის გამგეობამ 362 008. 20 ლარი გამოყო.
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები:
✔ წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია (11)
✔ ბრტყელი და ქანობიანი სახურავის გამოცვლა (7)
✔ ნაპრალების რეაბილიტაცია (3)
✔ კორპუსის გამაგრება (3)
✔ სადარბაზოს რემონტი (6)
✔ კარის გამოცვლა (9)
✔ წყალსაწრეტის მოწყობა (4)
✔ ლიფტის რეაბილიტაცია (5)
✔ კიბის რემონტი (5)
✔ სენსორული განათების მონტაჟი (1)


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე