პრეზიდენტის წერილი პირველკლასელებს: შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები

საქართველო, თბილისი - 13:17 | 19.09.2016
ნანახია: 1925

საქართველოს უნივერსიტეტების პირველკურსელებს საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სასწავლო წლის მისალოცი წერილი გაუგზავნა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.

„სულ მალე, შესაძლოა, ცხოვრებაში პირველად, კიდევ ერთი, საპასუხისმგებლო მოვლენის პირისპირ დადგები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება.

შენი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობა - შენი ხმა ისევე მნიშვნელოანია, როგორც შენი ცოდნა.

შენ, ღირსეულად ჩააბარე აკადემიური გამოცდები და მჯერა, რომ მოქალაქეობრივ მოვალეობასაც ასევე, საპასუხისმგებლოდ მოეკიდები", - აღნიშნულია წერილში, რომლითაც საქართველოსპრეზიდენტი საქართველოს უნივერსიტეტების ყველა პირველკურსელს ახალ სასწავლო წელს ულოცავს.

მსგავსი შინაარსის წერილი საქართველოს პრეზიდენტისაგან გორის უნივერსიტეტის პირველკურსელებმაც მიიღეს, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი პირადად შეხვდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე