ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლენა
საქართველო, თბილისი - 12:21 | 19.09.2016 ნანახია: 2694
ლიტერატურული პრემია „საბას"რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ივანე მუხრანბატონის სასახლეში გუშინ შედგა, 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა.
ჟიურის წლევანდელმა შემადგენლობამ -მწერლებმა და ლიტერატორებმა, ვანო ამირხანაშვილმა, ლელა დუმბაძემ, ირაკლი ჯავახაძემ, ანა ჭაბაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ, გამარჯვებულები თავად გამოავლინეს და „საბას" პრიზი გადასცეს.
ყველაზე საპატიო ნომინაციაში, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა პოეტი ტარიელ ჭანტურია.
ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი" თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვან თარგმანებს შორის.
რომანის ნომინაცია ორად გაიყო და ეს პრიზი ზურა სამადაშვილსა და ბექა ქურხულს ხვდათ წილად.
გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს - ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა.
ასევე წელს პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი". ამ ნომინაციაში ის წიგნები იყო წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.
სულ წლევანდელ ე.წ. 'შორთლისტში" 37 ფინალისტი იყო წარდგენილი.
დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის" შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა.
საუკეთესო რომანი
- ზურაბ სამადაშვილი, "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" (გლოსა)
- ბექა ქურხული, "სამოთხიდან გაქცეულები" (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო დებიუტი
- იუნონა გურული, "დიაგნოზი" (საუნჯე)
- ნანა ექვთიმიშვილი, "მსხლების მინდორი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- სალომე მაკარიძე, "ჩვენ" (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
საუკეთესო თარგმანი
საუკეთესო ელექტრონული წიგნი
საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
- ლინ კოფინი - ვეფხისტყაონის ინგლისურენოვანი თარგმანი
„საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
- ტარიელ ჭანტურია
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















