გიგა ოთხოზორიას მკვლელი ოჩამჩირის რაიონის სპეც-დანიშნულების ბატალიონის მეთაურად დანიშნეს - გიორგი გუგავა

საქართველო, თბილისი - 18:49 | 15.09.2016
ნანახია: 1445

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი, რაშიდ კანჯი-ოღლი დააწინაურეს და დანიშნეს ოჩამჩირის რაიონის სპეც-დანიშნულების ბატალიონის მეთაურად. დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია გუშინ, ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე გალიდან გადმოსულმა პირმა მიაწოდა.

"ეს არის საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობისა და უსუსურობის შედეგი, რომელიც ნაცვლად იმისა ზრუნავდეს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მოსმენებით, შანტაჟითა და არჩევნების გაყალბების მზადებით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დასვას ინტერპოლის ძებნაზე აფხაზეთის სეპარატისული მთავრობის წევრები და სამხედროები, ვინც ქართველთა გენოციდსა და მკვლელობაში მონაწილეობდა", - განაცხადა გიორგი გუგავამ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე