გრიბოედოვის თეატრი ახალ სეზონს გასტროლებით ხსნის
საქართველო, თბილისი - 18:31 | 13.09.2016 ნანახია: 255714-დან 19 სექტემბერის ჩათვლით ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „რევიზორი“ (რეჟ. ა.ვარსიმაშვილი) ბელორუსის და უკრაინის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება.
15 სექტემბერსსპექტაკლი ნაჩვენები იქნება ქ.ბრესტში XXI საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბელაია ვეჟა“.
ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება დამისი მიზანია - შექმნას უნიკალური პლატფორმა სხვადასხვა სახეობის თეატრალური ჟანრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების მრავალფეროვნებას წარმოაჩენენ. 2016 წელს ფესტივალში მონაწილეობასმიიღებენ შემოქმედებითი კოლექტივები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ა.შ. საუკეთესო სპექტაკლები დაჯილდოვდებიან ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.
17 სექტამბერს საგასტროლო ჯგუფი გადაინაცვლებს ქ.ლვოვშისაერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ლომი“.
„ოქროს ლომი“ დაარსდა 1992 წელს და ამჟამად ეს ყველაზე მასშტაბული და ცნობილი თეატრალური ფესტივალია უკრაინაში, რომელიც თანამედროვე ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და რომლის დევიზია „კლასიკა ექსპერიმენტის თვალით“. „ოქროს ლომი“ არის ევროპის თეატრალური ფორუმის IEMT და საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის IFEA წევრი. 23-წლიანი არსებობის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა ოთხი ათასამდე მსახიობმა მიიღო მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან.
„რევიზორის“ პრემიერა 2015 წლის 29 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრის 170-წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფაარგლებში გაიმართა. ეს გახლავთ ფანტასმაგორია ორ მოქმედებად, რომელიც სრულიად განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ „რევიზორი“ 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა, ავთანდილ ვარსიმაშვილმა მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისთვის, ელისო ორჯონიკიძეს გადაეცა პრემია საუკეთესო მუსიკალური გაფორმებითვის, ხოლო აპოლონ კუბლაშვილი ხლესტაკოვის როლის შესრულებისთვის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობად აღიარეს.2016 წლის აპრილში „რევიზორი“ ნაჩვენები იქნა სანქტ-პეტერბურგში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბალტიური სახლი“.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















