სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების ნაწილი პუშკინის ქუჩის გავლით იმოძრავებს

საქართველო, თბილისი - 10:47 | 13.09.2016
ნანახია: 1404

თბილისში სამარშრუტო ტაქსტებისა და ავტობუსების ნაწილი მარშრუტს შეიცვლის და პუშკინის ქუჩის გავლით იმოძრავებს. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების უმრავლესობა, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის, ორთაჭალისა და გმირთა მოედნისკენ ჭანტურიას ქუჩის გავლით მოძრაობდნენ, ამიერიდან პუშკინის ქუჩით ივლიან.  

თბილისის მერიამ შეცვალა ავტობუსების შემდეგი მარშრუტები: N14, 33, 61, 88, 140, 150, 37, 46 და 122. ანალოგიური გადაწყვეტილება შეეხო მიკროავტობუსებს: N2, 4, 19, 31, 72, 141, 170, 176, 67, 120, 131-სა და 149-ს.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე