ნოდარ კერესელიძე USDA -ის ექსპერტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:31 | 12.09.2016
ნანახია: 1327

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობის საკითხებზე გამახვილდა.

ნოდარ კერესელიძემ მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევების პროექტის ფარგლებშისაქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიმინდის, ხორბლის, ციტრუსისა და ვაშლის კულტურის მოსავლიანობის პროგნოზირების შერჩევითი კვლევები წარმატებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსავლიანობის პროგნოზირების პროექტის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ნაწილში დახმარებას გაუწევს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე