„ერისიონი“ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს
საქართველო, თბილისი - 10:14 | 28.07.2016 ნანახია: 2593
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს. პროექტი, რომელმაც მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია და ანსამბლს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ახლა ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის გაიმართება.
პროექტი „ქართული საგანძური“ ანსამბლის 80-ამდე წევრს აერთიანებს და ყველაზე მასშტაბური და ეფექტური სანახაობაა მათ რეპერტუარში.
130 წელი სცენაზე და ათასობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მაშტაბით - ეს იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც ანსამბლს სახელი და პოპულარობა შეუნარჩუნა და ახალი სიცოცხლე აჩუქა. 1985 წლიდან ანსამბლს ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც ერისიონმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მოიპოვა. დღეს კი ანსამბლს სათავეში ჩაუდგა შერმადინ ჭკუასელი - სამხატვრო ხელმძღვანელი.
კონცერტს, რომელიც „ბლექ სი არენის“ სცენისათვის კიდევ უფრო მასშტაბური და შტამბეჭდავი გახდა, მხატვრულად ფრანგი და ქართველი სპეციალისტები გააფორმებენ. არენაზე არსებული აპარატურა კი საშუალებას მისცემს პროექტის ავტორებს ქართული ცეკვა და სიმღერა შოუს ელემენტებით გაამდიდრონ და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს.
„თვალწარმტაცი“ ... „მდიდრული ნადიმი თვალისა და ყურისათვის“ -ეს „ნიუ იორკ პოსტის“ თვალით დანახული ერისიონია.
კონცერტის ბილეთების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია და 29 ივლისს საიტზე www.tkt.ge გაიყიდება.
ანსამბლი ერისიონი - მთავარი ქორეოგრაფი -ეკა ჭკუასელი
გენერალური დირექტორი - ოთარ ბლუაშვილი
მთავარი პროდიუსერი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















