გიორგი ალიბეგაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა
საქართველო, თბილისი - 17:05 | 14.10.2015 ნანახია: 2149
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეუღლესთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
გიორგი ალიბეგაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულს ”ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი” დღე უწოდა და ეს დღე მთელს ქართველ ერს მიულოცა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო სვეტიცხოვლობა.
ეს არის ის დღე, როდესაც საქართველო რწმენით, სულიერად და ეროვნულად ერთიანდება.
ღმერთმა ინებოს, რომ ეს დღე საქართველოს გამთლიანების,ერთიანობის და წინსვლის დასაწყისი ყოფილიყოს.
დღევანდელ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ეს არის ადგილი, რომელიცმთელს მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის სათაყვანებელია. აქ არის დასვენებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აქ არის მირონმდინარე სვეტი და ამავდროულად, ეს არის უზარმაზარი ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაული.
ამიტომაც ეს დღე ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია.
ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და თითოეული ჩვენთაგანი“, - განცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაეწრნენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობასთან ერთად წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















