თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალს
საქართველო, თბილისი - 15:32 | 21.07.2016 ნანახია: 2697
პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. 21 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში კონცერტს ლეგენდარული ჯგუფი პროდიჯი გამართავს. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20:00 საათიდან გაიხსნება.
ინგლისურენოვანი ელექტრონული მუსიკის ჯგუფი პროდიჯი (THE PRODIGY) 1990 წელს ჩამოყალიბდა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (Liam Howlett, კლავიში, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (Keith Flint, მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (Leo Crabtree, დრამი), რობ ჰოლიდეი (Rob Holliday, გიტარა), მაქსიმი (Maxim Reality, MC, ვოკალისტი), ლიროი თორნჰილი (Leeroy Thornhill, მოცეკვავე, კლავიში). ჯგუფის მუსიკალურ რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის მუსიკაა, მათ შორის, ელექტრონული და როკ-მუსიკა. The Prodigy-მ მსოფლიო აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. ჯგუფი ითვლება ბიგ-ბიტის პიონერად, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე.
ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი 15 ივლისს 27 გრემის მფლობელის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS (feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier) გაიხსნა; 16 ივლისს ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფილმის „Miles Ahead“ პრემიერა და მაილს ელექტრიკ ბენდის კონცერტი; 17 ივლისს კი ქართველი მსმენელების წინაშე მის ლორენ ჰილი წარდგა. ჯაზ-ფესტივალი 24 ივლისს დაიხურება.
საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.
2016 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown. ფესტივალის ფარგლებში, კლუბში „Take Five” შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends -ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.
ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ „BRASS BAND“-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზ-ბენდებიც გამართავენ.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















