png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რაულ ხაჯინბა მისი გადადგომის შესახებ რეფერენდუმის შედეგებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

  • მსოფლიო
  • 07.07.2016
  • 15:19
რაულ ხაჯინბა მისი გადადგომის შესახებ რეფერენდუმის შედეგებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი მზად არის გადადგეს, თუ მოსახლეობა შესაბამის გადაწყვეტილებას ე.წ. რეფერენდუმზე მიიღებს. ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ თავისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“თუ თქვენ, აქ მდგომნი, და ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა რეფერენდუმზე პრეზიდენტის გადადგომას  მისცემს ხმას, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. თუმცა თუ ეს არ მოხდება, მე ჩემი ვადის ამოწურვამდე ვიბრძოლებ სახელმწიფოში არსებული ნეგატივის წინააღმდეგ. მე ვერავინ შემაშინებს”, - განაცხადა ხაჯიმბამ.

სოხუმში მომხდარ არეულობას რაულ ხაჯიმბამ “სერიოზული და გამოუსწორებელი ვითარება” უწოდა.

10 ივლისს აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი გაიმართება, რომელშიც მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას - “მიიჩნევთ თუ არა აუცილებლობად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას”.

5 ივნისს ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტებმა ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადეს. აქციის მონაწილეები ძიაპშბას კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასა და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.

მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge