ბორჯომელმა სპორტსმენმა და გინესის რეკორდსმენმა გიორგი ტალახაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია.
პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 3–4 ოქტომბერს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამჭიდსა და ცალკეულ მოძრაობებში ქართველმა სპორტსმენამ წარმატებით იასპარეზა.
შეჯიბრების შედეგად მან სამი მედლის მოპოვება შეძლო - 🥇 ერთი ოქრო და 🥈 ორი ვერცხლი.
ქართველმა სპორტსმენმა მაღალი შედეგები როგორც სამჭიდის, ისე ცალკეული მოძრაობების დისციპლინებში დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონატი ღირსეული შედეგით დაასრულა.
🏆 1 ოქრო | 2 ვერცხლი - სულ 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200