png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თიბისი ბანკის მხარდაჭერით საარქივო მასალების გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 13.10.2015
  • 11:48
თიბისი ბანკის მხარდაჭერით საარქივო მასალების გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ეროვნულ გალერეაში 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა - ‘’საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ გაიხსნა. გამოფენა  ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც  ეროვნულ არქივშია დაცული. ეს მასალა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და სახელმწიფო ატრიბუტიკა, პირველი არჩევნები, საქართველოს დამფუძნებელი კრება და საკანონმდებლო საქმიანობა; სახელმწიფო და ეკლესია; საგარეო ურთიერთობები; შეიარაღებული ძალები; საზოგადოებრივი ცხოვრება; დამოუკიდებლობის დაკარგვა და ა.შ.;

გამოფენაზე წარმოდგენილი  საარქივო მასალების ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. მათ შორის ერთა ლიგაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივიც, რომლის ციფრული ვერსიის ჩამოტანა ჟენევის გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკიდან 2015 წელს  მოხერხდა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას საქართველოს ეროვნული გალერეა  31 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, ნოემბერში კი ის რეგიონებში გადაინაცვლებს. თიბისი ბანკის ორგანიზებით გამოფენას ბათუმისა და ქუთაისის დამთვალიერებელიც ნახავს.   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge