png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

  • ბიზნესი
  • 19.11.2026
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“

ქართულ საავტომობილო ბაზარზე დინამიკა და მოთხოვნა სწრაფი ტემპით იცვლება, თუმცა ლიდერის პოზიცია უცვლელი რჩება. უკვე სამი ათეული წელია, „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებისთვის არა უბრალოდ კომპანია, არამედ ის სანდო პარტნიორია, რომელიც მანქანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჭიროებას ერთ სივრცეში პასუხობს. ამ მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის დასტური გახდა 12 ნოემბრის ისტორიული მაჩვენებელი, როდესაც კომპანიამ 11,000  საბურავი გაყიდა. ერთი დღის რეალიზაცია გასული წლის სეზონის ყველაზე აქტიური თვეების მაჩვენებლებს გაუტოლდა. რეკორდული შედეგი TBC-სთან პარტნიორობით დაგეგმილი სპეციალური ქეშბექ კამპანიის ფარგლებში დაფიქსირდა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილებისა და სერვისების მთავარი ოფიცერი: „ეს შედეგი კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორც მომხმარებლის მაღალ ინტერესს, ისე „თეგეტა მოტორსის“ შესაძლებლობას, ასეთი მასშტაბის მოთხოვნას უმოკლეს  დროში უპასუხოს. ამ წარმატების უკან სამი ძირითადი ფაქტორი დგას: რეალური ფინანსური სარგებელი, წლების განმავლობაში მოპოვებული ნდობა და ჩვენი ძლიერი ინფრასტრუქტურა - ფართო ასორტიმენტი, ფილიალების ქსელი და გუნდის კოორდინირებული მუშაობა.

ქეშბექის ფორმატი შეგნებულად შევარჩიეთ. მსგავსი კამპანიებისას მთავარია არა უბრალოდ ფასის შემცირება, არამედ მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულებისა და გრძელვადიანი ლოიალობის შექმნა“.

გრძელვადიან ლოიალობას კი პასუხისმგებლობა ქმნის, რაც მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის შეთავაზებასა და მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას გულისხმობს. სექტორის ლიდერობასაც, კომერციულ მაჩვენებლებთან ერთად, ეს ფაქტორი განსაზღვრავს. სწორედ „თეგეტა მოტორსი“ იყო პირველი, რომელმაც ლეგენდარულ იაპონურ ბრენდთან, Bridgestone-თან, თანამშრომლობით  საქართველოში ზამთრის საბურავების ცნება შემოიტანა და უკვე წლებია, საგზაო მოძრაობის კულტურას ნერგავს.

დღეს კომპანიის ბიზნესპორტფელი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ყველაზე ფართო ასორტიმენტს აერთიანებს. Bridgestone-თან ერთად, მათ შორისაა Michelin, Continental და Pirelli. მნიშვნელოვანია, რომ, პრემიუმთან ერთად, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს შედარებით იაფ, ხარისხიან პროდუქციასაც სთავაზობს და ავტომფლობელებისთვის საიმედო ალტერნატიულ არჩევანს ქმნის. ამ მრავალფეროვანმა შეთავაზებამ და ნდობამ 12 ნოემბერს მძღოლები ერთ მისამართზე შეკრიბა და საქართველომ საბურავები „თეგეტა მოტორსში“ შეიძინა.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილებისა და სერვისების მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთდღიანი რეკორდები არ არის. გვინდა, „თეგეტა მოტორსი“ იყოს მძღოლის პირველი არჩევანი ნებისმიერი საჭიროების დროს, იქნება ეს საბურავები, აკუმულატორები, ზეთები თუ სერვისი.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სტრატეგია არ არის მუდმივად ყველაზე დაბალი ფასი ან კონკურენცია მხოლოდ ფასდაკლებებით. ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო საერთო ღირებულებას - კონკურენტულ ფასს, ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიულ სერვისს, ხოლო სპეციალური კამპანიები დამატებით ფინანსურ სარგებელს ქმნის.

საბოლოოდ, ამ კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი მომხმარებლის ნდობა და ჩვენი გუნდის შესაძლებლობაა, ეს ნდობა რეალურ შედეგში გარდაქმნას. სწორედ ამ გზით ვაპირებთ განვითარებას, მეტი ღირებულებითა და მუდმივი ინოვაციით“.

სპეციალური შეთავაზებები მთელი ნოემბრის განმავლობაში გრძელდება. თვის ბოლომდე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მოქმედებს ფასდაკლებები ზამთრის საბურავებსა და წამყვანი ბრენდების აკუმულატორებზე, რომელთა შეძენა 129 ლარიდან 3-წლიანი გარანტიითა და უსაფრთხო მონტაჟით არის შესაძლებელი.

20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ანტიფრიზებზე, ჰაერისა და სალონის ფილტრების შეცვლის მომსახურება კი  სრულიად უფასოა. აქციაა ბათუმშიც, სადაც ავტონაწილებზე  15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

როდესაც საქმე ავტომობილზე ზრუნვას ეხება, მძღოლებისთვის მთავარი არჩევანი უცვლელია. „თეგეტა მოტორსი“ განაგრძობს იმ სტანდარტის შენარჩუნებას, რომელიც ბაზარზე ლიდერობასა და მომხმარებლის გრძელვადიან ლოიალობას განაპირობებს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge