png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება

  • ეკონომიკა
  • 12.10.2015
  • 15:02
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება, - პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში  იქნება, - ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია, ჩვენი აეროპორტი გახდეს კიდევ უფრო საინტერესო სხვა ავიაკომპანიებისთვის. მგზავრთნაკადი წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ. სექტემბრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი, გასულ წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მომავალი წლის ივნისში, ჩვენს მოქალაქეებს და ტურისტებს ექნებათ კომფორტულად მგზავრობის საშუალება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის TAV-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის 2015 წლის 28 მაისს განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების და ავიაციის უსაფრთხოების უმაღლესი ნორმების დაცვით შესრულდება და მას როგორც ადგილობრივი, ასევე - IATA Consulting-ის ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან. აეროდრომის რეაბილიტაცია 2016 წლის ივნისში დასრულდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge