png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან

  • პოლიტიკა
  • 12.10.2015
  • 15:00
 ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან

 

აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოში ვიზიტის თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

პრემიერი თხოვნით მიმართავს პოლიტიკოსებს, დასრულდეს სპეკულაციები ამ საკითხის ირგვლივ, რადგან ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.

„არავითარი გადახედვა არ იგეგმება. ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ, ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთბების გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.  
"ასე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ვესაუბრებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge