png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სს „გალთ & თაგარტმა“ „საქსო ბანკთან“ საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა

  • ეკონომიკა
  • 12.10.2015
  • 14:58
სს „გალთ & თაგარტმა“  „საქსო ბანკთან“ საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა

სს „გალტ & თაგარტმა“ („გალტ & თაგარტი“) და Saxo Bank-მა („საქსო ბანკი“) განაცხადეს საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. ხსენებული ექსკლუზიური პარტნიორობა შესაძლებლობას მიცემს „გალტ & თაგარტის“ კლიენტებს პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ ინვესტიციები გლობალურ ფასიან ქაღალდებში და ივაჭრონ წამყვანი კორპორაციების აქციებით. ახალი შეთავაზება ხელმისაწვდომი გახდება 2015 წლის ნოემბერში და უზრუნველყოფს კლიენტების მოქნილ და უსაფრთხო ვაჭრობას, გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით.

„საქართველოს ბანკის“ შვილობილი, „გალტ & თაგარტი“ ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. „გალტ & თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალური ბაზრების განვითარების მიმართულებით.

„საქსო ბანკი“, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს კოპენჰაგენში, დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს „საქსო ბანკის ჯგუფის“ ინსტიტუციონალურ მიმართულებას. „საქსო ბანკი“ უზრუნველყოფს პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო ტექნოლოგიებით და თავაზობს მოქნილ საბროკერო მომსახურებას. „საქსო ბანკი“ ემსახურება კლიენტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გლობალურად 26 ოფისის მეშვეობით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სინგაპურში.

„ჩვენ მოხარულები ვართ „საქსო ბანკთან“ საქართველოს ფარგლებში ექსკლუზიური თანამშრომლობის დაწყებით, რაც „გალტ & თაგარტის“ კლიენტებს, საქართველოში პირველად, შესაძლებლობას მიცემს განახორციელონ ინვესტიციები საერთშორისო ბირჟებზე, კორპორაციების აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და უსაფრთხოდ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი შეთავაზების შედეგად, „გალტ & თაგარტის“ საბროკერო მომსახურება გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და გლობალური. მოუთმენლად ველით ახალი შეთავაზების დეტალების გაცხადებას მიმდინარე წლის ნოემბერში“ განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge