png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

  • თავდაცვა
  • 29.06.2016
  • 12:53
ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბრძოლო სროლებით საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა. ბრიტანელ და კანადელ სამხედროებთან ერთად წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის ათეულმა მიიღო მონაწილეობა. „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) წევრიც არის.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებიც ჩატარდა.

სწავლება უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითმა ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე და მაიორი გიორგი მაისაშვილი აკვირდებოდნენ. მათ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge