png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში თავდაცვის მინისტრს

  • თავდაცვა
  • 29.06.2016
  • 12:50
საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში თავდაცვის მინისტრს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. თინათინ ხიდაშელმა ბანგიში ჩატარებული გამოძიების შესახებ ანგარიში ჯგუფის წევრების მიერ უშუალოდ მოისმინა და გაწეული სამსახურისთვის ქართული მხარის საგამოძიებო ჯგუფს მადლობა გადაუხადა.

საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს. მათი თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა.

თინათინ ხიდაშელმა გამომძიებლისგან გამოძიების პროცესში დაგეგმილი შემდეგი ნაბიჯებიც მოისმინა და აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად უახლოეს მომავალში მიღებული იქნება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედის მომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ კვირას თავდაცვის უწყების თანამშრომლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული მოლაპარაკებებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გამოცდილებას ევროკავშირის წარმომადგენლებს გაუზიარებენ. ასევე დაიგეგმა 6-თვიანი ანგარიშის მომზადება - უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გაკეთებული განცხადებიდან დღემდე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge