png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

  • თავდაცვა
  • 27.06.2016
  • 15:10
ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეწვივნენ. ამერიკელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ უმასპინძლეს.

ვიზიტი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „Jackal Stone“-ის მომზადების პროცესის ფარგლებში განხორციელდა. ვიზიტის მიზანი აღნიშნულ სწავლებაში ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავს წვრთნებს საქართველოსთვის პრაქტიკულთან ერთად პოლიტიკური შედეგები მოაქვს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ახლახან ჩატარებულ ქართულ-ამერიკულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“-ზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. მათი ამოცანაა, საბოლოოდ შეამოწმონ თუ რამდენად სწორად და დროულად მიმდინარეობს საერთაშორისო უწყებათაშორისი სწავლების მომზადება. სწავლებაში ჩართულია როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხარის სხვადასხვა უწყებები. ეს სწავლება კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტიანია ჩვენი კრიზისების მართვის სისტემა და რა იქნება გასაუმჯობესებელი ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

სწავლება „Jackal Stone“-ის ჩატარება აგვისტოში იგეგმება, მასში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპული სარდლობისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე. ქართული მხრიდან წვრთნებში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 130 წარმომადგენელი. თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ჩართულობა სწავლებაში ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენას გულისხმობს.
სწავლების სცენარი ანტიტერორისტული და საპოლიციო ოპერაციების ჩატარებას მოიცავს. წვრთნებში აქტიურად გამოიყენებენ სატრანსპორტო და სადაზვერვო ავიაციის ელემენტებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge