png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „გივიზე“ საჩუქრად saba.com.ge -სგან

  • საზოგადოება
  • 12.10.2015
  • 12:23
 გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა „გივიზე“ საჩუქრად saba.com.ge -სგან

თიბისი ბანკისა და ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ მხარდაჭერით, ზოოპარკში გურამ დოჩანაშვილის ახალი მოთხრობის, „გივიზე” პრეზენტაცია გაიმართა.    

 ცოცხალმა კლასიკოსმა მოთხრობა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილ მეგობარს, გივი დვალს მიუძღვნა, რომელიც წლების განმავლობაში ზოოპარკში მუშაობდა.   

 წიგნის 1000 ეგზემპლარი, რომელიც სპეციალურად 13 ივნისის მოხალისეებისთვის დაიბეჭდა, ავტორმა მათ საჩუქრად პრეზენტაციის დროს გადასცა, ხოლო დღეიდან მოთხრობის ონლაინ ვერსია ელექტრონული წიგნების სახლის ვებგვერდზე  saba.com.ge  უკვე ყველა მსურველისათვისაა ხელმისაწვდომი.  

„გივიზე“  გურამ დოჩანაშვილმა  2005 წელს დაწერა, თუმცა მოთხრობა მწერლის არც ერთ კრებულში არ არის შესული. განათლებით ისტორიკოსი, გივი დვალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას 77 წლის ასაკში ემსხვერპლა, ზოოპარკში მაიმუნების მომვლელად მუშაობდა. გივის არც ოჯახის წევრი და არც ნათესავი არ ჰყავდა, ამიტომ მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი 20 წლის განმავლობაში  ზოოპარკი იყო.

„უზომოდ განათლებული, სადა, უბრალო ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელიც  გარშემომყოფებს პრობლემას არ უქმნიდა“ -ასე იხსენებენ გივი დვალს ზოოპარკის თანამშრომლები.  

„გივიში რაღაც უჩვეულო და უცხოდაც კი წრფელი სიკეთე და სისადავე და ყოვლად უმანკო პატიოსნურად-სულისმიერ უბიწოება გივიში, დვალში, - ძალიან იყო...“- წერს გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში.

 "მოხარული ვარ, რომ მოთხრობა "გივიზე", საოცრად სათნო კაცზე, საბას მეშვეობით ელექტრონული სახით მკითხველთა ფართო საზოგადეობას გადაეცემა“ - გურამ დოჩანაშვილი.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge