png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"ეს არის გოგო, რომელმაც შეიძლება ყველაფერი იკადროს" - ჟოჟოლიანი ნანა ლეჟავაზე

  • ეს საინტერესოა
  • 24.06.2016
  • 18:34
"ეს არის გოგო, რომელმაც შეიძლება ყველაფერი იკადროს" - ჟოჟოლიანი ნანა ლეჟავაზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსის, ნანა ლეჟავას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ამბავი მინდა მოგიყვეთ. რატომღაც მგონია უნდა იცოდეთ.

მამაჩემმა 2006 წელს იყიდა თბილისის ზღვაზე მიწა და ააშენა სახლი. მისი და თბილისის ზღვის ისტორია ცნობილია. ყველა დასცინოდა მანდ მიწას რატომ ყიდულობო:) ის ამტკიცებდა რომ ტერტორია როდესმე მიმზედველი გახდებოდა.

სახლშიც ბევრი წინააღმდეგობა ქონდა, მაგრამ თავისი გაიტანა. მოკლედ, ზურიკო და დაჯი ( ჩემი მშობლები) სიბერისთვის სამოთხეს წლებია, აგურ-აგურ აშენებენ თბილისის გარეუბანში.

ერთხელაც ჟურნალისტმა ნანა ლეჟავამ მოამზადა სიუჟეტი, თბილისის ზღვაზე კოდუამ აგარაკი აიშენაო. ვრცელი ზღაპარი მიუძღვნა ამ ამბავს. მამაჩემმა დაურეკა, იმიტომ რომ მას პირადად იცნობდა, კიევში ნარინჯისფერი რევოლუციის დროს როგორც ჩემთვის, ისე ნანასთვის მოჰქონდა თერმოსით ყავა.

ყინვები იყო მაშინ უკრაინაში და ცხელ ყავას სულ სხვა ფასი ქონდა :) მოკლედ, დაურეკა ზურიკომ და უთხრა. შვილო, ჩემია ეს სახლი.

რა მიჭირს სხვის სახლში ვიცხოვროო. მოდი, განახებ საბუთებს, როდის ვიყიდე მიწა, როდის დავიწყე სახლის მშენებლობაო. ნანა დაპირდა მოვალ აუცილებლადო. პირობა პირობად დარჩა, მაგრამ ამას ვინ დაეძებს. იმავე ადგილას მივიდა და მეორედ გააკეთა რეპორტაჟი იგივე პათოსით. თითქოს, სახლი ერეკლე კოდუას ეკუთვნოდა.

ჩემი ძმა რომ დააკავეს ხომ გახსოვთ. სახლიდან აიყვანეს. სპეცრაზმი ისე შევიდა გეგონება ტერორისტს იჭერდნენ. დედაჩემი ამიტომაც იყო ნაწყენი. ვერ გაიგო რატომ იყო აუცილებელი ნიღბიანები აყვანის დროს. ირაკლი საქართველოში არ იყო და შესაბამისად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიგებდი. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი რომ ინფორმაცია აგვიანებდა.

მოკლედ, მიშკას ამბავი კი იცით, იჯდა გლდანში მაგრამ ეს სხვა თემაა. ნანა ლეჟავამ გააკეთა რეპორტაჟი, თითქოს მიშკა ქუჩაში აიყვანეს, ვისოლის ოფისთან სადაც თითქოს ერეკლე კოდუა მივარდა ამას როგორ ბედავთო. ამ ამბავს ტყუილში არ ჩავუთვლიდი რომ არა ერთი დეტალი.

ჩემმა ოჯახმა როდესაც გაიგო, რეპორტაჟის გასაკეთებლად ნანას გადაცემა იყო მისული , კარები გაუღეს და მოუყვნენ რეალობას. მიშკა სახლიდან როგორ გაიყვანეს, სპეც.რაზმი როგორ მივიდა.

ყველა დეტალი მოკლედ.. ნანა ლეჟავა რომ ამ ყველაფერს ფარულად წერდა სხვა თემაა, პრობლემა იმაშია რომ მაინც ტყუილი თქვა. მამალი ტყული თან. ანუ, რაც ჩემი ოჯახის წევრებმა უთხრეს უბრალოდ დამალა. მახსოვს მისი კომენტარი ბესლანში რომ დააკავეს. ისეთი რაღაც დამალევინეს აღარაფერი მახსოვსო და ამიტომაც არ მიკვირს. იმიტომ რომ ეს არის გოგო, რომელმაც შეიძლება ყველაფერი იკადროს.

არ გეგონოთ ეს წყენა პირადი იყოს. წარმოგიდგენიათ რამდენი სიუჟეტი გაკეთებულა ჩემს ყოფილ მეუღლეზე? მიშკაზე სხვებმაც გააკეთეს რეპორტაჟი, მაგრამ როდესმე, რამე მითქვამს კოლეგებზე? არასოდეს. იმიტომ რომ ჟურნალისტებიც ვცდებით ხანდახან. წყარო ჩვენც გვატყუებს, მაგრამ როცა მეორე მხარე კომენტარს გაძლევს და არ აჩვენებ, მალავ და მაინც ტყუილის ტირაჟირებას აკეთებ, მხოლოდ ოროსანი ჟურნალისტი არ ხარ. უბრალოდ საშიში ადამიანი ხარ, რომელიც ყველაფერს იკადრებ.

აი, ასეთი გოგო დანიშნეს "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსად და იცით რატომ? მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს. ესე იგი უნდათ ტყუილი, ტყუილი და მხოლოდ ტყუილი. არაფერი ტყუილის გარდა. ამას კიდევ ბევრი არ იკადრებს ქართულ მედიაში", - წერს ჟორჟოლიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge