png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„ოქროს ტალღა 2015“ სიმღერა „ნამის ველს“ გახდა

  • კულტურა
  • 24.06.2016
  • 13:15
„ოქროს ტალღა 2015“  სიმღერა  „ნამის ველს“ გახდა

წლის სიმღერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“  სიმღერა  „ნამის ველს“ გახდა ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე).  დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“ (კომპოზიტორი: ნინი ბადურაშვილი და ეკა კახიანი, ტექსტი ირინა სანიკიძე), წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ოთარ რამიშვილი), წლის დუეტის ნომინაციაში საუკეთესოდ ანსამბლი „შვიდკაცა“ და დათო გომართელი დასახელდნენ ( „პოპური“, სიმღერა და ტექსტი ხალხური), წლის ჯგუფი 33 ა ( „ნამი ველს“, კომპოზიტორი და ტექსტი ნიაზ დიასამიძის), წლის ანსამბლი „ქართული ხმების“ კვარტეტი სიმღერით „დავდივარ და დაგეძებ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი ნანა მესხი), წლის პოპ-სიმღერა „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით (კომპოზიტორი: რატი დურგლიშვილი,  ტექსტი მანანა სიამაშვილი), წლის ქალაქური სიმღერა ოთარ რამიშვილის სიმღერა „თბილისი“ გიო ხუციშვილის შესრულებით, წლის დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა ჯგუფ „სტუმრები“ მიერ შესრულებულმა სიმღერამ „ურმული“ (კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე). რაც შეეხება რადიოსადგურების რჩეულებს, რადიო „ფორტუნას“ რჩეული გახდა ლელა წურწუმია სიმღერით „თურმე სიყვარულს არ აქვს დრო“ (კომპოზიტორი დათო არჩვაძე, ტექსტი ირინა სანიკიძის), რადიო „ფორტუნა პლიუსის“ – „მასტერი“, სიმღერით „პრეზიდენტი - მასტერი და აბი“ (კომპოზიტორი და ტექსტი მასტერის), „ავტორადიოს“ რჩეული დათო ხუჯაძე & Goofy Land – „ჩემო გოგო“ (სიმღერა და ტექსტი: ხალხური / ინტერპრეტაცია: დათო ხუჯაძე), რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული კი „შვიდკაცა“ სიმღერით „მხოლოდ ერთხელ“ (კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე, ტექსტი არჩილ სულაკაურის). საკუთარი რჩეული გამოავლინა ტელეკომპანია „მიუზიკბოქსმა“, რომელმაც ეს ჯილდო გადაეცა სიმღერას „ქაღალდის ნავი“ რატი დურგლიშვილის შესრულებით. ინტერნეტ-გამოკითხვით გამოვლინდა ხალხის რჩეული, რომელიც სოსო მიქელაძეს გადაეცა სიმღერისთვის „ მე და შენ“ (კომპოზიტორი და ტექსტის ავტორი სოსო მიქელაძე).

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა მერაბ სეფაშვილი, ჯილდო ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის გარეთ გადაეცა თამარ გვერდწითელსა და ბუბა კიკაბიძეს.

ყველა ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ მოქანდაკე ირაკლი წულაძის მიერ დამზადებული „ოქროს ტალღის“ ქანდაკება, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულს კი რადიოჰოლდინგმა პრიზთან ერთად ფულადი ჯილდო 5000 ლარი გადასცა.

გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობა მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი. ესენია: მერაბ სეფაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა აზარაშვილი, ზაზა შენგელია, დავით იმედაშვილი, ლანა ქუთათელაძე, დუტა სხირტლაძე, გვანცა კილასონია, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო), ანრი ჯოხაძე.

ხალხის რჩეული ინტერნეტ-გამოკითხვით დასახელდა, რადიოსადგურებმა კი საკუთარი რჩეულები დაასახელეს.

მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“დააფუძნა, უკვე მესამედ ჩატარდა. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით - „განა, ყველა ქალი ქალია“.

წლის სიმღერის კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge