png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ეროვნული ნაკრების მეტოქეები ხვალ გაირკვევა

  • სპორტი
  • 23.06.2016
  • 18:16
ეროვნული ნაკრების მეტოქეები ხვალ გაირკვევა

24 ივნისს ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართება ევროპის

2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპის წილისყრა.

დარეგისტრირებულია კაცთა 9 ეროვნული ნაკრები: თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი,  საქართველო, ფარერები, კოსოვო.

შეიქმნება 3 სამგუნდიანი ჯგუფი, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის იანვრამდე ორწრიან ტურნირს ითამაშებს. 3 გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2018-19 წლებში გაიმართება. ჯგუფში ვერ შეგვხვდება კოსოვო და ფარერის კუნძულები, რადგანაც ეს ორი ქვეყანა საქართველოსთან ერთადაა განთესილი.

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ევროპის კაცთა ჩემპიონატების ფორმატი შეცვალა. 2020 წელს ფინალურ ტურნირზე 24 ნაკრები ითამაშებს. უკვე ცნობილია სამი მასპინძელი - შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია. ეს სამი ქვეყანა, 2018 წლის ევროპის ჩემპიონთან ერთად, შესარჩევი ტურნირიდან თავისუფალია.

დანარჩენი 20 ადგილი კი განაწილდება კვალიფიკაციაში.

 EHF რეიტინგის მიხედვით, 27 ქვეყანა პირველი შესარჩევი ეტაპიდან

თავისუფალია: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი. ესენი ბრძოლაში 2018 წელს, მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან.

პირველ რაუნდში 9 ქვეყანა (თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი,  საქართველო, ფარერები, კოსოვო) გაითამაშებს კიდევ

3 საგზურს, ხოლო ბოლო საგზური გათამაშდება 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე, რომელზეც ჯერჯერობით დარეგისტრირებული არიან: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, გიბრალტარი, ირლანდია, ბრიტანეთი, მოლდოვა, მალტა.

საბოლოოდ, შერჩევის დასკვნით, მეორე ეტაპზე გათამაშდება 20 საგზური.

შეიქმნება 8 ჯგუფი, ფინალურ ეტაპზე თამაშს უფლებას მიიღებს ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

საქართველოს ნაკრებისთვის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრი გზა გამარტივდა. ადრე, პირველ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს სათამაშო ჰქონდათ კიდევ ერთი რაუნდი, პლეიოფი, რომელიც გაუქმებულია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge