png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

  • კულტურა
  • 23.06.2016
  • 17:37
საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

24 ივნისს, 11:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240), ახალგაზრდული კინოფესტივალი „ჯიფონი საქართველო 2016“  გაიხსნება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის 350 ახალგაზრდა (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი).

კინოფესტივალის მიზანია ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლება, ასევე კინოხელოვნების საშუალებით, მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბება.

 კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, სემინარებსა და სხვა აქტივობებს. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ანიმაციის, სცენარის წერის, კადრირებისა და კინოპოსტერების შექმნის ვორკშოფებში.

საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი“ იტალიაში 1971 წლიდან,  ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. 2016 წელს მას 50 ქვეყნის 3900 მონაწილე ეყოლება, რომლებიც ჟიურის წევრების რანგში იქნებიან პროექტში ჩართული. ჯიფონის კინოფესტივალს აქვს შექმნილი მსოფლიო ქსელი, რომლის წევრიც არის საქართველო.

აღსანიშნავია, რომ ჯიფონის კინოფესტივალის ქართული ანალოგი პირველად 2014 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა და მასში ქვეყნის მასშტაბით, 250-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ფლობს ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას.

„ჯიფონი-საქართველო 2016“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge