png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი" - მიშა სულუხია X ფაქტორზე

  • ეს საინტერესოა
  • 21.06.2016
  • 16:40
"სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი" - მიშა სულუხია X ფაქტორზე

"X ფაქტორის" გუშინდელი ლაივშოუ მიშა სულუხიამ დატოვა. მომღერალი სოციალურ ქსელში რეზიუმეს აკეთებს და პოსტს აქვეყნებს.

"როგორც მივხვდი ჩემი მმდგომარეობა მთელმა თუ არა ნახევარმა ერმა მაინც გაიზიარა. ბევრი ადამიანი ელოდება ჩემს რეზუმეს ალბათ დღევანდელ ლაივთან დაკავშირებით. ვიტყვი და გამოვრიცხავ ფაქტს ჩემი რუსთავი 2 თან დაკავშირებით რაიმე პრეტენზიისა, რადგან ამ ხნის მანძილზე შევატყვე რომ ტელევიზიამ თავადაც ისიამოვნა ჩემთან თანამშრომლობით მე რომ არაფერი ვთქვა ჩემს ამხელა ასპარეზზე რომელიც ტელევიზიამ და ჩემმა დიდი პიროვნული ღირებულების და გემოვნების მქონე მენტორმა Nika Gvaramiaa მ მომცა. ჩვენ ერთად გვქონდა წარმატებაც, ხარვეზიც, მაღალ ბიუჯეტიანი შოუებიც, კლასიკაც და აკადემიაც ერთ სცენაზე. და როგორც ის იტყოდა ამას ვაკეთებდით ის ადამიანები ვისაც შეგვეძლო რომ ამ ჟანრებში გვემუშავა. ვითვალისწინებ ჟიურის პოზიციებსაც რადგან მათ დღეს პირველად მიეცათ უნიკალური შანსი რომ მე პროექტი დამეტოვა და გამოიყენეს, შანსს ვინც არ იყენებს ის სულელია. არ გამკვირვებია დათო ფორჩხიძის პოზიცია, მან პირველად ბოი ბენდიდან 16 წლის ასაკში გამიშვა "ჩემს უნიკალურ ვოკალს" პატივი სცა თუმცა სათანადოდ მამაკაცური არ ვიყავი. ნინასგან კი თავისთავად არ გამიკვირდა ეს ნაბიჯი. ის ნამდვილ არტისტებზეა ორიენტირებული და არა ჩემნაირზე. უსაყვარლეს და უნიჭიერეს დათუნას ჩემგან კეთილი სურვილები. მე და მისი აუთსაიდერობა ერთად იყო თვითონ უხერხული სინთეზი.
მე, 26 წლის ასაკში კიდევ ერთხელ ვცადე ხალხისთვის განკუთვნილ პროექტში მონაწილეობა და ეს ჩემთვის ზე წარმატებული აღმოჩნდა რასაც უბრალოდ არ ველოდი. მადლობას მოვიხდი და წარმატებას დავარქმევდი მე თუნდაც იმ ერთი ნომრის წარმოდგენას რომელსაც დღემდე აზიარებს ამერიკულ ევროპულ აზიური გვერდები და ამ ყველაფერს მილიონობით მოწონება და იმ ენაზე შესრულებული კომენტარები მოჰყვა რომლებიც ჯერ ვერც კი ვთარგმნეთ :) და რომლის რეიტინგიც ინტერესს ქმნის კიდევ როდის გამეორდება ქართულ საეთერო სივრცეში. "mein herz brent" ვგულისხმობ. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას თანადგომისთვის. ფაქტის შინაარსი რომ x ფაქტორმა მიშო დაკარგა ისედაც ნათელია და ბევრ განმარტებას აღარ მოითხოვს. გულით მინდოდა მეც და ბევრს ჩემი პროექტში დარჩენა, თუმცა ეს ჩვენს ძალებს აღემატა. მე თქვენთან ვრჩები და წინ ბევრი საინტერესო რამ გველის", - წერს მიშა სულუხია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge