png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი ისაკაძე Forbes Georgia-ს ახალი რედაქტორი და 10%-იანი წილის მფლობელი ხდება

  • საზოგადოება
  • 11.10.2015
  • 17:14
გიორგი ისაკაძე Forbes Georgia-ს ახალი რედაქტორი და 10%-იანი წილის მფლობელი ხდება

Forbes Georgia-ს ახალი რედაქტორი და 10%-იანი წილის მფლობელი გიორგი ისაკაძე ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes Georgia ავრცელებს. გამოცემის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სს Media Partners-ის (Forbes Georgia-ს მფლობელი) აქციონერთა შემადგენლობა იცვლება და მისი 90%-ის მფლობელი ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი (United Asia Business) გახდება. დარჩენილ 10%-ს შეისყიდის გიორგი ისაკაძე (GI Media Group), რომელიც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის პოზიციასაც დაიკავებს.

"Forbes Georgia მოხარულია დაადასტუროს, რომ ორთვიანი მოლაპარაკებები აქციონერთა ახალ შემადგენლობასა და მთავარ რედაქტორთან წარმატებით დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს Forbes Georgia-ს არსებულ გუნდს და საფუძველს ჩაუყრის ბევრ ახალ პროექტს, რომელთა განხორციელებასაც Forbes-ი უახლოეს მომავალში," - ნათქვამია განცხადებაში ამავდროულად გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია Maestro-ს ტელეპროექტების, „ბიზნესკონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ავტორი და მენეჯერია. არმანჟან ბაიტასოვი, გარდა იმისა, რომ ყაზახეთის Forbes-ის გამომცემელია, ფლობს უმსხვილეს მედიააქტივებს – სატელევიზიო არხებს Muzzone-ს, NBT-სა და TAH-ს; ასევე ფლობს სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგ ICON-ს, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი პოპულარული გამოცემისა და ჟურნალ-გაზეთის მეპატრონეა. გამოცემის აქციონერთა და რედაქტორის ცვლილებასთან დაკავშირებით 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, Tbilisi Marriot-ში Forbes Georgia-ს პარტნიორთა პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას გამართავენ Forbes Georgia-ს გამომცემელი მაია მირიჯანაშვილი და ყაზახური Forbes-ის გამომცემელი, ბიზნესმენი არმანჟან ბაიტასოვი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge