png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აჭარა უცხოური მედიის ობიექტივში

  • ეკონომიკა
  • 20.06.2016
  • 16:22
აჭარა უცხოური მედიის ობიექტივში

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სამიზნე ქვეყნების პოპულარული ტელევიზიები სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან. დღეს, რეგიონს თურქეთში რეიტინგული ტელეარხის IZ TV გადამღები ჯგუფი სტუმრობს, რომლის წამყვანიც აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობს და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემას ამზადებს.

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10 სამიზნე ქვეყნიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) 90-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა, მათ შორის “Моя планета“- ს,  „ПЯТНИЦА»- ს, CNN Turki-ს, ATV - ს, TV3-ს, Travel Channel, Channel 10 და Good Life Channel-ს გადამღები ჯგუფები, რომლებიც აჭარაში მოგზაურობისა და სამზარეულოს შესახებ სარეკლამო გადაცემებს ამზადებენ ისრაელში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში. გადაცემები, სადაც წამყვანები მილიონობით მაყურებელს რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ეთერში ივნისსა და ივლისის დასაწყისში გავა. თუმცა რეგიონის მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებისკენ მაყურებელს უკვე მოუწოდა “Моя планета“- ს წამყვანმა ანტონ ზაიცევმა, რომელმაც აჭარაში გადამღებ ჯგუფთან ერთად მარტში იმოგზაურა.  

რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 16 პრესტურის ორგანიზებას გეგმავს. მედიატურების ფარგლებში წლის ბოლომდე აჭარას 125 ჟურნალისტი ესტუმრება, რაც სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სარეკლამო სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.

„წელს, სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში პრესტურების ორგანიზებისას აქცენტს პოპულარული ტელეარხების გადამღები ჯგუფების მოწვევავაზე ვაკეთებთ. ამ გადაცემებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს, რომელთა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას თუ სად გაატარონ ზაფხული  მსგავსი ტიპის სამოგზაურო გადაცემებიც ახდენს. ტელეწამყვანები, აჭარაში მოგზაურობისას მაყურებლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ. მთლიანობაში 2016 წელს დეპარტამენტი 30-მდე პრესტურს გაუწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის შესახებ გადაცემებს, ტელე-რადიო სიუჟეტებს და სტატიებს 200-მდე ჟურნალისტი მოამზადებს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე  მამუკა ბერძენიშვილმა.

გარდა აჭარაში მოწვეული ჟურნალისტებისა, ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამიზნე აუდიტორიას „აჭარის დღეები“-ს ფარგლებში 5 სამიზნე ქვეყნის დედაქალაქში (მინსკი, ვარშავა, ასტანა, ვილნიუსი, თელ-ავივი) გააცნო. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელსაც  მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 450-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს, რასაც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში სტატიებით, ბლოგებითა და ტელე-რადიო სიუჟეტებით გამოხმაურება მოჰყვა. წლის ბოლომდე რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე აუდიტორიისთვის დეპარტამენტი დამატებით 5 სამიზნე ქვეყანაში გეგმავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge