png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სკანდალური ჩვენება - „მაგდა ჩემთვის ერთი რიგითი ქალი იყო“

  • სამართალი
  • 20.06.2016
  • 12:42
სკანდალური ჩვენება - „მაგდა ჩემთვის ერთი რიგითი ქალი იყო“

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა და მოიპოვა გამოძიებისთვის მიცემული ოთარ ბერძენიშვილის ჩვენება, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ოთარ ბერძენიშვილის ჩვენებიდან:
"...თბილისში მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობ. ძირითად დროს უბანში ვატარებ, რადგან ამჟამად არ ვმუშაობ. ჩემს უბანში მცხოვრებ ომარ ქაფიაშვილს ბავშვობიდან ვიცნობდი. ტოლები ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით და ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ... 

...ოთარის მეუღლე მაგდა პაპიძე 2015 წლის ოქტომბერში გავიცანი. იგი ჩვენს უბანში ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილის" მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. სამ დღეში ერთხელ იყო "სმენაში"... მალევე მაგდას შევატყვე, რომ ყურადღებას იჩენდა ჩემდამი და სიმპათიით განეწყო. მწერდა მესიჯებს. ერთხელაც შემომთავაზა, ჩაი ერთად დავლიოთო. ვამჩნევდი, ჩემდამი ლტოლვა ჰქონდა, ერთხელაც მანქანით გასეირნება შემომთავაზა. წავიყვანე და... სისტემატურად მწერდა მესიჯებს, რომ მე ვიყავი მისი სუნთქვა და ჩემთან თავს ბედნიერად გრძნობდა. როცა მორიგე იყო, ვაკითხავდი, მიმყავდა მანქანით და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ღამე მუშაობის დროს, როცა გამომყავდა, მაღაზიას უტოვებდა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებს... მას ისე ვუყურებდი, როგორც რიგით ქალს. სხვანაირი გრძნობა არ მქონია. დამირეკავდა, მთხოვდა შეხვედრას, თუ მეცალა, ვხვდებოდი. მაგდასთვის არასოდეს მითქვამს, რომ მასთან ვაპირებდი ახლო ურთიერთობის დამყარებას. მისნაირ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ცოლად არასოდეს მოვიყვანდი... 

...რაც შეეხება მის ფეხმძიმობას, მაგდას არასოდეს უთქვამს, რომ ჩემგან ფეხმძიმედ იყო. პირველივე ურთიერთობის დროს შევთავაზე, თავი დაეცვა, მითხრა, რომ სპირალი ედგა და თავს იცავდა. საერთო შვილის ყოლაზე არასოდეს გვისაუბრია. მე არანაირი გრძნობა არ მქონია, კიდევ ვამბობ, ჩემთვის ის ერთი რიგითი ქალი იყო და ნამდვილად არასოდეს მიფიქრია მისი ცოლად მოყვანა და მასთან ბავშვის ყოლა...“, - წერს ბერძენიშვილი ჩვენებაში, რომელსაც "კვირის პალიტრა" ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge