png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მერაბიშვილს პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

  • სამართალი
  • 14.06.2016
  • 12:54
მერაბიშვილს პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროსასამართლოს ივანე მერაბიშვილი პოლიტპატიმრად სცნო. ამ თემასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მერაბიშვილი, თუ არ სურს რომ ქვეყანაში ოფიციალური პოლიტპატიმარი ჰყავდეს.

„საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პირველია, როდესაც ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმარი გვყავს. ესაა ევროკონვენციის ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი. სულ ამგვარი საქმე ექვსია და ვანო მერაბიშვილი მე-3 პოლიტიკოსია იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოსთან ერთად, რომელზეც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის პირველი თავისულფების შეზღუდვა სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ემსახურებოდა არა ევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით გამოუძიებელი დარჩა.

ესაა სიგნალი ხელისულფებისთვის, რომ მათ დაუყოვნებლივ მიიღონ ყველანაირი ზომა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი.

მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ გასულ თვეს, როდესაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოვიდა მე-18 მუხლის დარღვევა, დილით გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას შუადღეს მოჰყვა პრეზიდენტის რეაქცია და პატიმარი ჯახაროვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, იზრუნოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯზე, საქარველოს კონსტიტუციაზე, კონსტიტუციურ უფლებებზე და ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლონ. მისი პატიმრობის ყოველი საათი  საქართველოში ოფიციალური პოლიტპატიმრის ყოფნას ნიშნავს. ეს დაადგინა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ. ესაა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge