png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მაგდა პაპიძის ადვოკატი: ფაქტობრივად, მისთვის ცხოვრება დამთავრებულია

  • სამართალი
  • 10.06.2016
  • 14:09
მაგდა პაპიძის ადვოკატი: ფაქტობრივად, მისთვის ცხოვრება დამთავრებულია

მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიკა ფხალაძის განცხადებით, ბრალდებული ყველაზე მეტადაა დაზარალებული, რადგან მას მოუკლეს ქმარი და შვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ პაპიძე იყო არაჩვეულებრივი, იდეალური დედა.
„მაგდა პაპიძე არის ყველაზე მეტად დაზარალებული იმიტომ, რომ მას მოუკლეს ქმარი და შვილი. ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია და დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს თავის გამართლებას იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი შვილისა და მეუღლის მკვლელი. ფაქტობრივად, მისთვის ცხოვრება დამთავრებულია“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ბრალდებაში არის მითითებული, რომ პაპიძემ მეუღლეზე განაწყენებულმა მოკლა ქმარ-შვილი. „ბრალდებაში მითითებულია, რომ მეუღლეზე განაწყენებულმა ქმარი და შვილი მოკლა. დღეს ბრალდებას ამაზე არ უსაუბრია. დღეს ბრალდებამ აბსოლუტურად სხვა ვერსია შემოგთავაზათ. იყო იდეალური ქმარი, მაგდამ სხვა მამაკაცთან გადაწყვიტა ცხოვრების დაწყებაო“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალდების მიერ წარდგენილ ჩანაწერს, სადაც პროკურატურის მტკიცებით, არის გეგმა, თუ როგორ უნდა მოეკლა პაპიძეს ქმარი და შვილი, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი გამოძიების მიერ დაახლოებით 2 კვირის შემდეგაა მოპოვებული. როდესაც დამნაშავე ცდილობს კვალის დაფარვას, ის, ადვოკატის თქმით, არ აკეთებს ჩანაწერებს და არ ტოვებს შემთხვევის ადგილზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge