png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელმა პოლკოვნიკი ტრეისი როუ მედლით დააჯილდოვა

  • თავდაცვა
  • 09.06.2016
  • 17:20
თინათინ ხიდაშელმა პოლკოვნიკი ტრეისი როუ მედლით დააჯილდოვა

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მრჩეველს, კავკასიისა და კასპიის რეგიონის მიმართულების დირექტორს, პოლკოვნიკ ტრეისი როუს მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ორივე მხრიდან, სწორად პოლკოვნიკ ტრეისი როუს მსგავსი ადამიანები უმყარებენ საფუძველს.

„ტრეისი როუ საკუთარი ქვეყნის გამორჩეული და ღირსეული სამხედრო მოსამსახურე, ხოლო, საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. ღონისძიებას, რომელიც აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრების სიაში საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სხვა საჯარო მოხელეებიც იყვნენ. საზეიმო ღონისძიებაზე არაერთხელ აღინიშნა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით მიღწეული წარმატებები. ხაზგასმით აღინიშნა მაისში ერთობლივი სამხედრო წვრთნის "ღირსეული პარტნიორის" წარმატებით ჩატარება და მნიშვნელობაც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge