png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე სამხრეთ -აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალზე

  • თავდაცვა
  • 09.06.2016
  • 17:03
პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე სამხრეთ -აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალზე

ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი.

საქართველოს შეიარაღებული ზალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე.
პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, საქართველო, გამოწვევების მიუხედავად, მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ.
პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოქმედ ინიციატივებზეც და მასში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.

მიმდინარე წლის შემოდგომას დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციურ სწავლებაში (SEESIM16) საქართველო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილება სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიგადის (SEEBRIG) ფარგლებში დაგეგმილ სწავლებაშიც -„Seven Stars16“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge