png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინა ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების დეტალებს გაეცნო

  • თავდაცვა
  • 09.06.2016
  • 10:25
თინა ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გამოძიების დეტალებს გაეცნო

გაეროს შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ საგამოძიებო ჯგუფს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.

უწყების ინფორმაციით, თინა ხიდაშელს აფრიკიდან საგამოძიებო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ანა ტაბიძემ მიაწოდეს. 
მათი განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასულ საქართველოს საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე კეთილგანწყობით დახვდნენ. აღსანიშნავია პოზიტიური დამოკიდებულება საგამოძიებო ჯგუფის მიმართაც, რომელიც გენდერული თვალსაზრისით სათანადოდ არის დაკომპლექტებული და მის შემადგენლობაში პროკურორებთან ერთად ფსიქოლოგიცაა. ელჩის და საგამოძიებო ჯგუფის წევრის ინფორმაციით, საქართველო არსებული ბრალდებების საპასუხოდ გამოძიების დროულად წარმართვისთვის დადებით შეფასებებს იღებს როგორც ცენტრალური აფრიკის მთავრობისგან, ისე გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობისგან. გაერო მზად არის, საქართველოს მის ხელთ არსებული გამოძიების მასალები სრულად მიაწოდოს.

ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგა და საგამოძიებო პროცესებს ამ წუთებშიც აწარმოებს. 
თავდაცვის მინისტრის თხოვნის საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე დახმარებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი უწევს. 

ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ჯგუფის წევრები არიან ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი. 

უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge