png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 08.06.2016
  • 21:30
შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2016 წლის 8 ივნისს, ქალაქ წყალტუბოში, 1954 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან - 1979 წელს დაბადებულ კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა. თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი ოპერატიულად დაადგინეს. დაკავების ოპერაციის დროს, თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას, ასევე, დაიჭრა თავად თავდამსხმელი.
ამ დროისათვის ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა.
შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 118-ე, 236-ე და 353-ე მუხლებით აწარმოებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge