png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„Maroon 5“-ი დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება

  • კულტურა
  • 07.06.2016
  • 11:12
„Maroon 5“-ი დღეს ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. დღეს, ბათუმის „საოცრებათა მოედანზე“ მსოფლიოში ცნობილი პოპ-ჯგუფის „Maroon 5“-ის კონცერტი გაიმართება.

ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს; შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები - მათ შორის: “Sunday Morning”,  “Moves Like Jagger”, “Sugar”  და სხვა.

„Maroon 5”-ის კონცერტი ფესტივალის „Heat Batumi“ ფარგლებში იმართება. ფესტივალი 6 ივნისს, „ერისიონისა“ და „New York Brass Band”-ის კონცერტებით გაიხსნა და სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. „Heat Batumi“ საერთო ჯამში, 90-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.

ლოს-ანჯელესში შექმნილი ჯგუფი „Maroon 5“ თავისი ჰიტებით, სოლისტის გამორჩეული ვოკალითა და  დამახასიათებელი ხმის ტემბრით დღეისათვის წამყვან პოზიციებს იკავებს მუსიკალურ ჩარტებში. მრავალი პრიზის მფლობელმა ჯგუფმა 2005 წელს, ნომინაციაში „Best New Artist”  პირველი გრემის ჯილდო მიიღო  და მსოფლიო მასშტაბით 17 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.

“Maroon 5”-ის სოლისტი ადამ ლევინი ჩარტების 53 წლიანი ისტორიის განმავლობაში არის პირველი არტისტი, რომელიც ერთდროულად იკავებდა მოწინავე პოზიციებს, როგორც სოლო-შემსრულებელი, ასევე მუსიკალური ჯგუფის წევრი.

“Maroon 5“-ის  ალბომებმა “Songs About Jane“ და “It Won't be Soon Before Long“, რომელშიც შესულია ჰიტები - “Makes Me Wonder" და "If I Never See your Face Again“, გამოსვლისთანავე მუსიკის კრიტიკოსებისა და გულშემატკივრების მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. 2010 წელს ჯგუფმა გამოუშვა სტუდიური ალბომი “Hands All Over“, რომელშიც შესული მსოფლიო ჰიტები “Misery” და “Moves Like Jagger“ ბილბორდის ცხელი ასეულის (Billboard Hot 100) მოწინავე პოზიციებს დიდი ხნის განმავლობაში არ თმობდა. აღნიშნულმა ორმა ჰიტმა გრემის ჯილდო მიიღო ნომინაციაში “Best Pop Performance By A Duo Or Group With Vocals“. 2012 წელს გამოვიდა „Maroon 5“-ის კიდევ ერთი ალბომი “Overexposed“, რომელიც ასევე მალევე გახდა პოპულარული. ალბომში შესული სინგლი “Daylight“  რადიოს “Hot AC“ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა. აღნიშნული ალბომით ჯგუფმა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურები გამართა - მხოლოდ ბილეთების გაყიდვით შემოსაულმა თანხამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„Maroon 5”-ის უახლესი ალბომი “V“ ჰიტით “Maps” ასევე მსოფლიო ჩარტების ლიდერია, ხოლო ალბომში შესულ, გრემის ჯილდოზე ნომინირებულ სინგლს “Sugar” დღეისათვის მილიარდამდე ნახვა აქვს. 

“Maroon 5“-მა მსოფლიო ტურნე 2015 წლის თებერვალში აშშ-ში დაიწყო. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ევროპას, აზიას, ლათინურ ამერიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდასიაც ეწვია და მსმენელის წინაშე სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში წარდგა. გასული წელს ჯგუფმა მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 120 კონცერტი გამართა და 2,5 მლრდ-ზე მეტი თაყვანისმცემლის წინაშე წარდგა.

პროექტის „Check in Georgia” განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი. კონცერტებზე დასასწრები ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა - ორივე ღონისძიებაზე სულ გაიყიდა 45,000-მდე ბილეთი, მათ შორის ტრანზაქციები შესრულდა მსოფლიოს 52-ზე მეტი ქვეყნიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებებზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge