png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციასთან

  • პოლიტიკა
  • 06.06.2016
  • 17:34
არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციასთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციასთან, რომელსაც კრიზისებისმართვისადადაგეგმარებისდირექტორატის (CMPD)დირექტორიგაბორ იკლოდი ხელმძღვანელობდა.

შეხვედარზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განუხრელად აჩვენებს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და შესაბამისად საერთასორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე.  ევროკავშირის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს გადამწყვეტი როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღებადაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge