png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"X-ფაქტორის" ე.წ. სექს სიმბოლო, ამბიციური თუ პრეტენზიული მომღერალი" - გურამ შეროზია ცირა კობიაშვილზე

  • ეს საინტერესოა
  • 06.06.2016
  • 15:50
"X-ფაქტორის" ე.წ. სექს სიმბოლო, ამბიციური თუ პრეტენზიული მომღერალი" - გურამ შეროზია ცირა კობიაშვილზე

ბლოგერი გურამ შეროზია ამჯერად მისი ბლოგპოსტის თემა „იქს ფაქტორის“ მონაწილე, ცირა კობიაშვილის აღმოჩნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ცირა კობიაშვილი, იქს ფაქტორის ე.წ. სექს სიმბოლო და უბრალოდ ამბიციური თუ პრეტენზიული მომღერალი…

მისი მხრიდან, პირველი უკმაყოფილება, მსმენელებმა პირველივე კრიტიკული კომენტარის შემდეგ შევნიშნეთ, სადაც გაწელილ-გლამურული მეტყველებით გამოხატავდა იმ შოკს, რომელშიც სოფოს მიერ გაკეთებულმა კრიტიკულმა კომენტარებმა ჩააგდეს:

  • პრიოსტა ტიპი როგორ ვერ მიტანს
  • რა უნდა ჩემგან, იმენნა არ ვევასები
  • ა.შ. და ა.შ. ნუ მანამდე, სახე სცენაზე, როცა აკრიტიკებდნენ, მეგონა სილას გააწნავდა…

ჩაიარა ამ ამბავმაც და გუშინ უკვე დედამისის კომენტარს გადავაწყდი, რომელიღაც საიტზე, სადაც შვილზე არანაკლებ აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ თურმე ვიღაცებს მისი ანგელოზივით გარეგნობის, მგოსანი ქალიშვილი არ მოსწონს.

  • ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგახრდა გოგოს მიმართ არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან
  • თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს
  • თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე.

მარტო მე მეგოიმება ეს ისტერიული წივილ-კივილი და თმების ჩამოშლა? შე კარგო ადამიანო:

  1. შეიძლება ლამაზიც იყო და კარგადაც მღეროდე, მაგრამ მოდი – მსმენელს მოგვანდე მოგვეწონები თუ არა, რატომ გაქვთ ამბიცია დედასაც და შვილსაც, რომ აუცილებლად უნდა მოგვწონდე?
  2. კრიტიკა საჭირო და აუცილებელიც კი არის, რომ განვითარდე. უამრავი ადამიანი მყავს გარშემო, რომელიც “ყოველთვის მართალია”, მე კიდევ ვიტყოდი, რომ ისინი უბრალოდ ყოველთვის იქ არიან, სადაც იყვნენ და ამ უაზრო ნარცისიზმის გამო, ერთ ადგილს ტკეპნიან. იმ ადგილს, რომელიც ისედაც იდეალურად მიაჩნიათ
  3. თუ არ ხარ მზად მსგავსი კონკურსებისთვის, სადაც კრიტიკაც და ლანძღვაც ჩვეულებრივი მომენტია, დაეტიე კარაოკეში, სადაც ტაშის მეტი არაფინ არაფერს გაკადრებს. ისიც გაითვალისწინე, რომ იდეალურად არ მღერი, შესაბამისად – კრიტიკას საბაბიც აქვს.
  4. და თუ გამოდიხარ და იღებ ფართო მასების წინაშე სიმღერის პასუხისმგებლობას, მაშინ გაჩუმდი და მშვიდად და ღირსეულად მიიღე ყველა ის კომენტარი, რასაც შენზე აკეთებენ და დღედაღამე ნუ გვამადლი შენს ვოკალურ თუ ვიზუალურ მონაცემებს. დავიღალე დედა-შვილის ამდენი პრეტენზიით და შიშით ხმა ვერ ამომიღია… 

სამი წელია თითქმის, რაც სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან არიან აგრესორები, კრიტიკოსები, უნიჭოდ “მოღადავეები”, თუმცა არცერთხელ არ დამიპოსტავს “თქვენივე ბოღმა დაგახრჩობთ”, “ცხოველები ხართ”, “ჩემი გშურთ ყველას” და მსგავსი იაფფასიანი კომენტარები, მაქსიმუმ გამეღიმოს.

დავაკვირდი და ემოციურ მდგრადობას, თუ მოვლენების ღირსეულად აღქმის უნარს, (როცა ფართო მასაში ერევი) რამდენიმე ეტაპი აქვს:

  1. გაკრიტიკებენ – ისტერიკაში ვარდები, ყველას პასუხობ, ყველას ლანძღავ, შოკში ხარ…
  2. გაკრიტიკებენ – გული გწყდება, ითრგუნები, თუმცა ინარჩუნებ ღირსებას და მხოლოდ ლაკონური კომენტარებით ან საერთოდ უკომენტარობით შემოიფარგლები
  3. გაკრიტიკებენ – აღარ გაინტერესებს და არც რეაქცია გაქვს. უკვე იმდენად მაღლა ხარ, რომ ვეღარ ხედავ ქვემოთ რა ხდება, ვინ ყვირის, ნასროლი ქვებიც ვეღარ აღწევენ შენამდე და ამ ყველაფერს შორ, ბუნდოვან ჩოჩქოლად აღიქვამ, რომელიც იშვიათად, ოდნავ გირღვევს მყუდროებას.

ჰო და რას მოვაყოლე, მგონია, რომ ცირა მესამე ეტაპამდე ვერასდროს მივა და მუდმივად პირველის მტკეპნელად დარჩება, სამწუხაროდ, მანამ სანამ ამ ამბიციურ და პრეტენზიულს ტონს არ გადადებს გვერდზე და კრიტიკას, როგორც გამოწვევას ისე მიიღებს.

პ.ს. აღარაფერს ვამბობ გარდაცვლილი შეყვარებულის თემით აპელირებაზე. მე, როგორც მსმენელს, საერთოდ არ მაინტერესებს, რა შეგემთხვა, მამა გცემდა, შიმშილობდი, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდი, თუ ა.შ. მუსიკალური კონკურსია, თუ საქველმოქმედო?!

…ნეტა როდის უნდა გავიზარდოთ? <3

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge